ოლენა იურკინა: საარჩევნო პროცესების მომზადება და ამ პროცესის აღსრულების ეტაპი გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული

ოლენა იურკინა: საარჩევნო პროცესების მომზადება და ამ პროცესის აღსრულების ეტაპი გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული

საარჩევნო პროცესების მზაობის, მომზადების პროცესი და ამ პროცესის აღსრულების ეტაპი გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა,​ სოციალ-პოლიტიკური პროექტების ინსტიტუტი „დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ატმოსფერო გახლდათ მშვიდი და არაკონფლიქტური. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, საარჩევნო უბნებზე საჩივარი არ იყო ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, მაგრამ ეს მცირე რაოდენობის საჩივრები მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სახლში მისცეს ხმა, ანუ საარჩევნო უბნის მიღმა და ეს გარკვეულწილად, ახსნა-განმარტებასაც უკეთებს ამ საჩივრებს“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.