თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგენა

თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგენა

არჩევნებში მონაწილოება მიიღო 1 815 776-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კი 366 საჩივარი გავიდა.

„მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.