მამუკა მდინარაძე: ადამიანი, რომლის კადრებით „ტვ პირველმა“ პროცესისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერია

მამუკა მდინარაძე: ადამიანი, რომლის კადრებით „ტვ პირველმა“ პროცესისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერია

ადამიანი, რომლის კადრებით „ტვ პირველმა“ პროცესისა და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია სცადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი იზოლდა ქველაძეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში მარნეული პროვოკაციების მოწყობის მცდელობის ეპიცენტრი იყო.

„იცით, რამდენიმე ადგილზე ეს მოახერხეს. ორი ადამიანი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დააკავეს, რომელთაც ადმინისტრაციული გადაცდომა უფიქსირდებათ. ამ ინციდენტების ეპიცენტრი იყო 22-ე ოლქის 48-ე უბანი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაუშვა კადრები, სადაც სავარაუდო ჩაყრის ფაქტია დაფიქსირებული. მდინარაძემ აღნიშნა, რომ დეტალებს თუ რა მოხდა უბანზე, გამოძიება დაადგენს. მან მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთა.