შეუძლებელია საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე. სუპერ იდეალურად არსად ტარდება არჩევნები, მაგრამ იქ, სადაც დარღვევა არ არის (და უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება), სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები იგონებენ ამ დარღვევებს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მაგალითად რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ.
„რეალურად, ამ არხებზე რომ გადართავ, გეგონება ომია ქვეყანაში. და ამ დროს სულ 3-4 უბანია ხოლმე ცხელი წერტილი ერთდროულად, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები და მათი ჟურნალისტები და დგამენ შოუს“, - განაცხადა მდინარაძემ.