ცეზარ ჩოჩელი ბრალდებებს პასუხობს. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ბიზნესმენის შელახული რეპუტაციის აღდგენას ჟურნალისტებთან ცდილობს. ყოფილმა რწმუნებულმა საკუთარ კომპანიებში დღეს მედია-ტური მოაწყო. შპალების ტენდერის დროს გამოვლენილი კორუფციული სქემა-საქმეში, რომელსაც პროკურატურა დღესაც სწავლობს, ექს-გუბერნატორი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ზეწოლაზე საუბრობს.