ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთში გოგონების განათლების თაობაზე „თალიბანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკან გადადგმული ნაბიჯია

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთში გოგონების განათლების თაობაზე „თალიბანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკან გადადგმული ნაბიჯია

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ ავღანეთში გოგონების განათლების თაობაზე „თალიბანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან გულდასაწყვეტია და უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ავღანეთში ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან გულდასაწყვეტია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან ჩართულობა და მათ მოვუწოდოთ, არ განახორციელონ მსგავსი ქმედებები. ჩვენ ასევე ვცდილობთ ვაჩვენოთ „თალიბანს“, თუ როგორ შეუძლიათ მუსლიმურ ქვეყნებს თავიანთი კანონების განხორციელება, როგორ შეუძლიათ ქალთა საკითხების მოგვარება. ერთ-ერთი მაგალითი ყატარის სახელმწიფოა. ჩვენი სისტემა ისლამური სისტემაა, თუმცა მთავრობასა და უმაღლესი განათლების სისტემაში ქალთა რიცხვი კაცების რიცხვს აღემატება“, - აღნიშნა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

13 სექტემბერს, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თალიბანს“ ქალთა უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.