სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება. რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.
სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა.
შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.