შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზი უცნობია. პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყეს. სალგრენსკას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულებს შორის სამი ქალის მდგომარეობა მძიმეა.