ირაკლი ქადაგიშვილი:  ოპოზიციამ გინდაც მოაწყოს მიტინგი, მერე რა? - ჩვენც შეგვიძლია მიტინგის მოწყობა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ გინდაც მოაწყოს მიტინგი, მერე რა? - ჩვენც შეგვიძლია მიტინგის მოწყობა

ოპოზიცია ცხოვრობს შურისძიების კანონებით და ამომრჩეველს არ უნდა ეს შურისძიება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ საზოგადოების მოთხოვნები მაქსიმალურად შესრულდეს.

"ამომრჩეველი გრძნობს, რომ მისი დაკვეთა სულ სხვაა და აღქმა ოპოზიციისა, ამომრჩევლის დაკვეთის, სულ სხვა. ოპოზიცია ცხოვრობს შურისძიების კანონებით და ამომრჩეველს არ უნდა ეს შურისძიება, ამომრჩეველს უნდა, რომ ევოლუციით შეცვალოს რამე უკეთესი - თუ "ქართული ოცნება" შეცვლის, ხომ კარგი, თუ უკეთესი გამოჩნდება, რომელიც ამ დემოკრატიულ ევოლუციას მოახდენს, უკეთესი. ჩვენ მშვიდად არ ვართ, ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევასრულოთ.

ჩვენ არც იმის იმედზე ვართ, ოპოზიცია მიტინგს მოაწყობს, თუ ვერ მოაწყობს, გინდაც მოაწყოს მიტინგი, მერე რა? - ჩვენც შეგვიძლია მიტინგის მოწყობა, მაგრამ არც ერთხელ არ მიგვიმართავს ასეთი მეთოდისთვის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.