ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზნეობრივი კომისიისთვის ცხადი გახდეს ამა თუ იმ გავრცელებულ ფაილში აღწერილი საუბარი რამდენად შესაძლებელია რეალობას შეესაბამებოდეს

ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზნეობრივი კომისიისთვის ცხადი გახდეს ამა თუ იმ გავრცელებულ ფაილში აღწერილი საუბარი რამდენად შესაძლებელია რეალობას შეესაბამებოდეს

ზოგადად, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუ დადასტურდა რომ გამოჟონა ფაილებმა და პირადი ცხოვრების ამსახველი საუბრები და ფაქტები ასე თავისუფლად ტრიალებს საზოგადოებაში, ეს ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულად სასულიერო პირებზე გავრცელებულ მასალებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დოკუმენტაცია საყრდენს არ გვაძლევს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ რაიმე ზნეობრივ გადაცდომაზე, თუმცა აუცილებლად ყველა შესაძლო ფაქტი გადამოწმდება და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ზნეობრივი კომისიისთვის ცხადი გახდეს ამა თუ იმ გავრცელებულ ფაილში რამდენად შესაძლებელია რეალობას შეესაბამებოდეს აღწერილი საუბარი, თუ ეს არის რაღაც მონათხრობი“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.