არჩილ თალაკვაძე:  გიორგი გახარიამ ტესტი არ ჩაიტარა, შესაბამისად, საზოგადოებას რჩება კითხვები

არჩილ თალაკვაძე:  გიორგი გახარიამ ტესტი არ ჩაიტარა, შესაბამისად, საზოგადოებას რჩება კითხვები

ვიზიარებ იმ კითხვებს, რაც ჩემს თანაგუნდელებს აქვთ გიორგი გახარიასთან მიმართებით, პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი ერთადერთ შემთხვევაში, თუ უმოკლეს დროში ჩატარდებოდა ტესტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

გიორგი გახარიას ნარკოტესტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე კითხვები რჩება.​

„ამაზე პასუხის გაცემა იყო უმარტივესი. ამას სჭირდებოდა ტესტის ჩატარება, თუ მას მართლა სურდა, რომ პასუხი გაეცა. ტესტი არ ჩაიტარა. მე ვიზიარებ იმ კითხვებს, რაც ჩემს თანაგუნდელებს აქვთ ამ საკითხზე. ამაზე პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი ერთადერთ შემთხვევაში, თუ უმოკლეს დროში ჩატარდებოდა ტესტი. ტესტი მან არ ჩაიტარა და შესაბამისად, კითხვები რჩება საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.