სერგო ჩიხლაძე: წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გელოდება - ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებას

სერგო ჩიხლაძე: წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, ძალიან მძიმე ზამთარი გელოდება - ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებას

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არარსებობისა და აცრის ტემპის დავარდნის გამო, შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის „მეხუთე ტალღაა“ მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ე.წ. მეხუთე ტალღა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს იქნება, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მომზადებული დახვდება ქვეყანა ამ „მეხუთე ტალღას“. ასეთი მოუმზადებლობით, რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმე იქნება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც „მეოთხე ტალღის“ პირობებიც კარგად მართეს სიტუაცია და ასეთი მაღალი არც სიკვდილიანობა ჰქონდათ, არც ავადობის შემთხვევები. ხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება. ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ყველა ტალღის პირობებში. მითუმეტეს, როდესაც დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ჩვენ წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ გავალთ მოზრდილი მოსახლეობის აცრის 60%-იან ნიშნულზე, აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე ზამთარი გელოდება. სამწუხაროდ, გარდაცვალებისა და დაინფიცირების თვალსაზრისით კვლავ მაღალი ციფრები გვექნება. ეს პასუხისმგებლობა სრულად ადევს კისერზე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს. ის, რომ ადამიანები არ იცრებიან, ისევ და ისევ გამომდინარეობს იქედან, რომ ვაქცინაცია გვიან დაიწყო და რაც მთავარია, მიზანმიმართული საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანია დღემდე არ მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან. 8 თვე დაგვიანებულია უკვე მიზანმიმართული, სექტორული მუშაობა. საგანმანათლებლო, საინფორმაციო კამპანია და ასევე ადგილებზე მუშაობა რეგიონებში ფაქტობრივად არ მიმინარეობს. ეს არის უპასუხისმგებობა, არაკომპეტენტურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, როგორ ახლანდელის, ასევე წინა პრემიერის და ზოგადად,ხელისუფლების“,-განაცხადა ჩიხლაძემ.