დეოკუპაცია არაა მარტივი თემა. რა თქმა უნდა ესაა რთული საკითხი. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება ასე მკაფიოდ ეს საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს გარდა გაეროში სიტყვით გამოსვლისა, ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჰქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა. ყველა შეხვედრაზე ხდება დეოკუპაციის საკითხის დასმა და ყველა მათგანმა იცის იმ გზავნილების შესახებ, რომელიც გაჟღერდა პრემიერის მხრიდან. ასე რომ ჩვენ ეს ყველაფერი ერთ საერთო სურათში, ერთ კონტექსტში უნდა დავინახოთ. მუდმივად საჭიროა ასეთი წნეხი, რადგან ერთ დღეში არაფერი არ ხდება. ის რომ ასეთი გამოსვლა კიდევ ახალი სიმძაფრით აყენებს დეოკუპაციის საკითხს, რა თქმა უნდა ყველა უფრო ფოკუსირებული ხდება, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა წლის განმავლობაში კიდევ განვაგრძობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა დონეებზე“, - განაცხადა კახა იმნაძემ.
20-26 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართა.