„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად, „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა მმართველი პარტიის მხარდამჭერების პროვოცირებას.
„ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანალოგიურ ქმედებებს აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.