გივი მიქანაძე: პრემიერმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას

გივი მიქანაძე: პრემიერმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა, რამეთუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის საკითხებზე და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი წნეხი განახორციელონ რუსეთზე. გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტები ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაზე, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. საერთო ჯამში პრემიერმა მოიცვა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აქტუალურია როგორც საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, ასევე გლობალური მნიშვნელობა აქვს. მის გამოსვლაში ძალიან კარგად გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული როლი და წვლილი, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართა.