ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი იმიტომ, რომ სიტყვებით უნდა შეგვეძლოს და ცივილიზებულად კომუნიკაცია, - ასე აფასებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურაა ქვეყანაში.
„მე ამას ასე აღვიქვამ. მოვისმინე დღეს მმართველი პარტიის განმარტებები, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება ფიზიკური თავდასხმა ერთმანეთზე, გასაგებია, მაგრამ აქაც არ უნდა ხდებოდეს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი იმიტომ, რომ სიტყვებით უნდა შეგვეძლოს და ცივილიზებულად კომუნიკაცია. მე ასე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრი ასეთია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილისთქმით, ევროკავშირისწარმომადგენლობისოფისთან „ქართულმაოცნებამ" ზონდერჯგუფებისმობილიზებამოახდინა, რითაცპოტენციურიძალადობისავტორადმოგვევლინა.
„ბავშვი არავინ არ არის, სულელი არავინ არ არის და ყველას კარგად ესმის, რომ იმ მოძალადე ზონდერჯგუფების დაორგანიზება შენობასთან ეს იყო „ქართული ოცნების" ძალადობის მცდელობა. ეს, მინდა გითხრათ, ნამდვილად არ ხდება არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ან ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული ნორმალური განვითარების გზაზე დგას. პოტენციური ძალადობის ავტორად მოგვევლინა სწორედ მმართველი გუნდი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.