ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ბოლო დღეებში, ნაცმოძრაობის მიერ ხელოვნურად გამწვავებული წინასაარჩევნო სიტუაციის ფონზე, დასავლეთის ცალკეულ  წარმომადგენელთა განცხადებები და ქცევები, ნაცმოძრაობას უქმნიან მოლოდინებს და ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ "რევოლუციას"  დასავლეთი ამჯერად მხარს დაუჭერს პრინციპით "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".  

ამაზე მიანიშნებს თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადებები.

ძალიან სარისკო თამაშს თამაშობენ და შეიძლება რეგიონში ძალიან დიდ დანაკარგებათ დაუჯდეთ ეს თამაში".