ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, თუ მაქსიმალურად ავიცრებით, ეს ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება, თუ არ ავიცრებით, იქნება მძიმე

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, თუ მაქსიმალურად ავიცრებით, ეს ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება, თუ არ ავიცრებით, იქნება მძიმე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მე-5 ტალღა მძიმე იქნება.

„მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე.

მე-5 ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , - განაცხადა გამყრალიძემ.