გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია, „კოკაინზე“ საუბარი გიორგი გახარიამ თავად წამოიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, გიორგი გახარიას ქმედებებმა ბევრი კითხვა გააჩინა.
„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“, - განაცხადა კალაძემ.