ყველამ უნდა იცოდეს და ზუსტი სურათი უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის კამპანიას აწარმოებს ოპოზიცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორ ავრცელებს ოპოზიციური სოცმედია ზიზღის ენის გამოყენებით დეზინფორმაციას - „ქართული ოცნების“ ანგარიში.