ონლაინშოპინგის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საჭირო ნივთების ონლაინ შეძენა უკვე მხოლოდ ტრენდი არ არის, აუცილებლობაა, რათა დავიცვათ საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.
მართალია, ინტერნეტში ბევრი ონლაინ მაღაზია გაჩნდა, თუმცა ისეთი სივრცე, სადაც მოიძებნება ყველაფერი ოჯახის სხვადასხვა წევრის სურვილების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ Extra.ge- ა. ყველაზე დიდი ონლაინ მოლი წარმოგიდგენთ 550-ზე მეტი პარტნიორი მაღაზიის 100 000-ზე მეტ პროდუქტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსტრაზე აუცილებლად იპოვი, იმას რაც გაგიხარდება.
საიტის მარტივი ინტერფეისი, მიტანის უსაფრთხო სერვისი და ონლაინ კონსულტანტის მომსახურება კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს შოპინგის პროცესს.
რა პროდუქტების შეძენა შეგიძლია extra-ზე?
ექსტრა იძლევა შესაძლებლობას ერთდროულად შეარჩიოთ და იყიდოთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. მაგალითად, თუ სამზარეულოს განახლება გადაწყვიტეთ მაცივარი, გაზი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ბლენდერი, მიქსერი და ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება სამზარეულოში დაგჭირდეთ, მარტივად შეიძლება შეარჩიოთ ექსტრაზე - საოჯახო ტექნიკის კატეგორიაში.
ზამთარი ახლოვდება, მანქანის საბურავები შესაცვლელი გაქვთ? ნუ გაგიკვირდებათ, რომ საბურავები და ავტომობილის სხვა აქსესუარებიც კი შეიძლება ონლაინ, ექსტრაზე იყიდოთ.
რამდენიმე დღეში ახალი სასწავლო წელი აიღებს სტარტს. საკანცელარიო ნივთები, რვეულები, სახატავები, ფანქრები, საშლელ - სათლელები ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება მოსწავლეებს, მაშინაც კი თუ ონლაინ ჩაუტარდებათ გაკვეთილები.
სხვათა შორის, ონლაინ სწავლებამ მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის საჭიროზე უფრო აუცილებელი გახადა ძლიერი ლეპტოპები.. ონლაინ მაღაზია Extra.ge-ზე წარმოდგენილია როგორც წამყვანი ასევე ბიუჯეტური ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია. ახლა სწორედ ის დროა, როცა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, შეიძინოთ ლეპტოპები ექსტრაზე. დიზაინის და ბრენდების მრავალფეროვნება აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტია, რომ ლეპტოპი უკვე ის ნივთი გახდა, რომელსაც თუნდაც სასკოლო განათლების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. სტუდენტებს ხშირად უწევთ ლეპტოპის თან ტარება, ამისთვის კი ჩანთა აუცილებელია, ყურსასმენები, ჩანთა, მაუსები ორიგინალური დიზაინით, ფლეშ მეხსიერების ბარათები და სხვა აქსესუარები ნოუთბუქისთვის, ასევე ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ.
როგორც მიხვდით, Extra.ge-ს ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებელს შეუძლია მისთვის საჭირო ნივთები ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს. პროდუქციის მრავალფეროვნება, დაბალი ფასები და საუკეთესო მიტანის სერვისი - სწორედ ეს სამი რამ განაპირობებს ექსტრას მომხმარებლების რეკორდულ ზრდას. დიახ, უკვე 500 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს ექსტრას ონლაინ მაღაზიით და იძენს შოპინგის ახალ და სასიამოვნო გამოცდილებას.