ლევან ვეფხვაძე: ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე

ლევან ვეფხვაძე: ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე

დღეს რომ საქართველოში 100 000 ელექტრომანქანა უცებ გაჩნდეს და ჩაერთოს ქსელში, ეს არის დაახლოებით 800 მეგავატი ტვირთი ქსელისთვის და „ნამახვანი“ არის ამის მხოლოდ ნახევარი, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძე „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„კარგად უნდა ვხვდებოდეთ, საით მიდის განვითარება ელექტრომანქანებისკენ და ჩვენ როგორ ჩამოვრჩებით ამ განვითარებას იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დენი აღარ გვაქვს ქსელში და დავაბრუნოთ 90-იანი წლების სიბნელე. თავის დროზე ჩვენივე ემოციურობით და გახურებული თავებით გავაჩერეთ „ხუდონი“, ახლა ვაჩერებთ „ნამახვანს“ და საბოლოო ჯამში, სად მივდივართ, ვერ გეტყვით, რადგან ეს არ იქნება ის ქვეყანა, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ ამ ტექნოლოგიურ ცვლილებებს ფეხი აუბას“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

Katana . ამ ტრაგიკული განცხადების ავტორს არა აქვს წაკითხული ხელშეკრულება?!
"90-ანი წლების სიბნელეს" რომ არ დავუბრუნდეთ, ამისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ის არის, რომ ამხელა ხეობა თურქ ინვესტორს "ვათხოვოთ" ერთი საუკუნით (მერე, რა თქმა უნდა, დაგიბრუნებს და ტაო-კლარჯეთსაც ზედ დაამატებს მადლიერების ნიშნად!), დავტბოროთ მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენსასავე მიწაზე, ჩვენი ერთი მშვენიერი ხეობის ჩაძირვის ფასად გამომუშავებული დენი, 15 წლის განმავლობაში (მხოლოდ!) ყველა სხვა მომწოდებელზე ძვირად (Sic!) მოგვყიდოს, ხოლო შემდეგ კი, თუ მოუნდება, საერთოდ დაგვიკიდოს და ვისაც უნდა იმას მიჰყიდოს ეს დენი?!
თან, ყველაფერზე (მათ შორის, წყალმა რომ დაიკლოს და ინვესტორს მოგება შეუმცირდეს) პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს რომ ეკისრება, ეს არის კარგი?!
ამისთანა კაბალურ ხელშეკრულებას მისტირით?!
არ მინდა ვიფიქრო, რომ ამგვარ პირობებზე ხელისმომწერ ქართულ მხარეს ინტელექტის ნაკლებობით მოუვიდა ეს!
შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ძალიან დიდი თანხები იმალება ამ ხელშეკრულების უკან...
3 წლის უკან