გიტანას ნაუსედა: საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ

გიტანას ნაუსედა: საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ადგილი აქვს აგრესიულ ქმედებებს ოკუპანტი ძალების მხრიდან. როგორიცაა ე.წ ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და არაკანონიერი დაკავებები. ყველაფერი ეს დაბრკოლებას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა აგრესორს პასუხი ვაგებინოთ“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნიუ-იორკში, გაეროს 76-ე ასამბლეა იმართება.