კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს

კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია პირველადი მონაცემებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ CBC საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

21 სექტემბრის დილის მონაცემებით, ლიბერალურმა პარტიამ 338-დან 138 მანდატი მიიღო. კონსერვატიულმა პარტიამ 94 მანდატი, კვებეკის ბლოკმა -26, ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ - 20, მწვანეთა პარტიამ - 1. ამ დროისთვის 279 ოლქის შედეგია ცნობილი.

კანადაში სულ 338 საარჩევნო ოლქია. იმისთვის, რომ ლიბერალური პარტია მმართველი გახდეს, პარლამენტის 170 მანდატი უნდა მიიღოს.

ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კანადაში 20 სექტემბერს გაიმართა.