ქაბულში ქალებმა განათლების მიღებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

ქაბულში ქალებმა განათლების მიღებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

ავღანელმა ქალებმა ქაბულში საპროტესტო აქცია გამართეს. ქალების საქმეთა ყოფილ სამინისტროსთან ათობით აქტივისტი შეიკრიბა. მათ განათლების მიღებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლება მოითხოვეს.

„თალიბანის“ მთავრობამ ქალების საქმეთა სამინისტრო 17 სექტემბერს გააუქმა. ამავე დღეს თალიბებმა განაცხადეს, რომ საშუალო სკოლებში ბიჭებისთვის სწავლა უახლოეს ხანებში განახლდება, გოგონების შესახებ კი არაფერი უთქვამთ. 19 სექტემბერს კი ქაბულის მერმა ქალ თანამშრომლებს სამსახურში მისვლა აუკრძალა.