რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში სროლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში სროლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, პერმის სახელმწიფო ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტში სროლის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დაკავებულია, ხოლო მეორე - ლიკვიდირებულია.

ინციდენტის შედეგად, ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.