ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება

ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება

პაპავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება. თუ კომპანიამ დაარღვია კანონი ეს საქმე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილის მოწოდებას საზოგადოებისადმი, უარი თქვან Wissol ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე.

„სამწუხაროა ის ქმედება, რომელიც დაფიქსირდა დღეს ბანერებთან დაკავშირებით. რადგანაც, თუ ბანერის გამკვრელმა რაღაც პროცედურა დაარღვია, რაღაც კანონი დაარღვია, ამისთვის არსებობს ინსტანციები, სადაც უნდა გაასაჩივრო და კანონიერი გზით მიიღო შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ასეთი დარღვევა არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ეს არის უბრალოდ ტერორი, დატერორება ბიზნესის“, - აცხადებს გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, ვლადიმერ პაპავა.

ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას „ვისოლ ჯგუფს“ უკავშირებს.

ბანერებზე ოპოზიციონერი ლიდერები არიან გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“.