ე.წ. „სისხლიანი ბანერები

ე.წ. „სისხლიანი ბანერები" ისევ გამოჩნდა - ვინ დგას თბილისის ქუჩებში გამოფენილი პოლიტიკური განაცხადის უკან

თბილისში ისევ გამოჩნდა ბანერები, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან გამოსახული. იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

გაბრიაძემ დაადასტურა, რომ იდეა მართლაც მას და მის მეგობრებს ეკუთვნით.

„არ მიყვარს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ატერორებდა, კლავდა, იჭერდა, ართმევდა ქონებას. აი, ასეთი ხალხის მოწინააღმდეგე ვარ, რომ აღარ დაბრუნდეს სისხლიანი მთავრობა", - აცხადებს მიხეილ გაბრიაძე.

გავრცელდა ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!".