ელენე ხოშტარია:  20 ივნისზე პასუხისმგებელია გახარიადან დაწყებული ივანიშვილის ჩათვლით ყველა თანამდებობის პირი, ღარიბაშვილსა და გახარიას შორის „გარჩევები“ არ მაინტერესებს

ელენე ხოშტარია:  20 ივნისზე პასუხისმგებელია გახარიადან დაწყებული ივანიშვილის ჩათვლით ყველა თანამდებობის პირი, ღარიბაშვილსა და გახარიას შორის „გარჩევები“ არ მაინტერესებს

ღარიბაშვილის არც ერთი სიტყვაა გულწრფელი. ის საკუთარი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო ფაქტებს ისე ატრიალებს, როგორც უნდა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ხოშტარიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ფაქტებს სურვილისამებრ „ატრიალებს“.

„20 ივნისზე პასუხისმგებელია გახარიადან დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მაშინ იყო. ამ მოვლენების შემდეგ მათ გახარია დააწინაურეს და ის გახდა პრემიერ-მინისტრი. გახარიას გადადგომამდე ყველა საუბრობდა ლავროვის რიტორიკით, რომ ეს იყო პარლამენტზე მიტანილი შტურმი. გუშინ, რადგან ასე დასჭირდა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა შტურმი და პარლამენტში ვერავინ შეიჭრებოდა. ღარიბაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს არც ადამიანი, არც მისი თვალი, არც ჯანმრთელობა, არც ღირსება. ისინი ფაქტებს ისე ატრიალებენ, როგორც კონკრეტულ მომენტში აწყობთ. არ მაინტერესებს ღარიბაშვილსა და გახარიას შორის „გარჩევები“, თითოეულ მათგანს ამაზე პასუხისმგელობა ეკისრება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, გუშინ, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში 2019 წლის 20 ივნისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა. მისივე თქმით, 20 ივნისს, უდანაშაულო ადამიანებს დათხარეს თვალები.

 

Katana . აი, ნამდვილი ნაცის ლოგიკა: დამნაშავეა ყველა, ვინც ოპოზიციას წინააღმდეგობა გაუწია და არ მისცა პარლამენტის შტურმით აღების საშუალება!
2 წლის უკან