ბადრი ჯაფარიძე: უკანონო მიყურადებასა და მოსმენებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ ვინც იყვნენ ხელისუფლებაში, მათ შორის გახარიასაც

ბადრი ჯაფარიძე: უკანონო მიყურადებასა და მოსმენებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ ვინც იყვნენ ხელისუფლებაში, მათ შორის გახარიასაც

ეს ჩანაწერები მაშინაა გაკეთებული, როცა გიორგი გახარია შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„იმ პერიოდს ფარავს. ასე რომ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, თუკი მიმდინარეობდა და როგორც ჩანს მიმდინარეობდა უკანონო მიყურადება და მოსმენები, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებსაც, რომლებიც იმ დროს იყვნენ ხელისუფლებაში და მათ შორის გახარია იყო ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.