მეგის ქარდავას სახელი სამწუხაროდ ძალიან ბევრ მძიმე ისტორიით არის ცნობილი, უამრავი დანაშაულით, რომელთა ნაწილზეც სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე დადგენილია და რამდენიმეზე პროცესი მიმდინარეობა. კარგია, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა ვიღაცების ხელში არ გახდა დამნაშავეების თავშესაფრად, ამან ირიბად არ იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე და არ მოახდინა ცუდი გავლენა. მნიშვნელოვანია რომ ეს ექსტრადირება. საქართველოში ყოველ წელს გვაქვს არჩევნები და რაღაც მოვლენები ემთხვევა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ აქტიური პოლიტიკა განახორციელა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.