თეთრი სახლი: ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის

თეთრი სახლი: ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის

ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ავსტრალიასა და ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობა ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

„ეს პარტნიორობა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის. აღნიშნული ურთიერთქმედება ფოკუსირებულია აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვასა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე. რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან მკაცრი კონკურენციისთვის, თუმცა კონფლიქტისკენ არ მივისწრაფით“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული.

პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე თანამშრომლობის დაწყება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უხეშად აყენებს ზიანს.