აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონში აშშ-ისა და ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

„აშშ და ავსტრალია მნიშვნელოვნად გააძლიერებენ თანამშრომლობას ძალების განლაგების ფარგლებში, გაზრდიან ურთიერთქმედების დონეს და გააღრმავებენ კავშირს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ავსტრალიაში როტაციული პრინციპით განლაგდებიან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დატონმა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რათა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის საქმიანობა გაფართოვდეს.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული.

პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.