რუსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც პანდემიის გამო მიღებული ახალი წესის მიხედვით, 3 დღეს გაგრძელდება. პირველი უბნები უკვე გაიხსნა კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში.

არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სულ პარტიულ სიებში დარეგისტრირებულია 3 812 ადამიანი, ხოლო ერთმანდატიან ოლქებში – 2 020. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5% -იანი ბარიერი უნდა გადალახოს.