ფოტო: Reuters
არაბთა გაერთიანებული საამიროების აეროპორტებში 38 მეძებარი ძაღლი მუშაობს, რომლებსაც კოვიდინფიცირებულთა ამოცნობა 98%-იანი სიზუსტით შეუძლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დუბაის პოლიციამ კოჰორტა გაწვრთნა, რომელიც მოიცავს გერმანულ ნაგაზებს, ლაბრადორებს, კოკერ სპანიელებსა და სასაზღვრო კოლიებს, რომლებსაც კორონავირუსის სუნის ამოცნობა შეუძლიათ ოფლის ნიმუშების გამოყენებით.
დუბაიში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები კოვიდინფიცირებულთა ამოცნობას 98.2%-იანი სიზუსტით ახერხებენ. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო ოფლის ნიმუშები და 3 290 ადამიანის PCR-ტესტები.
ამჟამად ძაღლები აეროპორტებში დღეში დაახლოებით 30-40 ტესტს ატარებენ.
დუბაის პოლიციის წარმომადგენელმა, სალაჰ ხალიფა ალ-მაზრუიმ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოდან უამრავი მოთხოვნა მიიღეს, რომ გაეზიარებინათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაწვრთნან ძაღლები კორონავირუსის გამოსავლენად.