"ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალების ამბავი" - ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში მოფრინავს

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში მოფრინავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლულის მეგობარი, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე წერს.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ: არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!! წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ გემუდარებით! ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ეხლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა" - წერს ზამბახიძე.

ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.