განადგურებული ვარ, სიტყვები არ მაქვს, ეს არის შავი დღე საქართველოს ისტორიაში - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს ვიდეო მიმართვით ეხმაურება.
მისი შეფასებით, ეს არის დაუსჯელობის სინდრომის შედეგი.
"დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე შავი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
გუშინ ღამე მოკლეს თავის თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა - ნიკა კვარაცხელია მოკლეს დაუნდობლად საკუთარ სახლთან და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლის.ჩემთვის არის პირადად მძიმე დღე. მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში. დაუსჯელობის, გარყვნილობის, თავგასულობის და ამ ყველაფრის წახალისების - საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს!
ეს უნდა დასრულდეს!
ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს მომვალის!" - აცხადებს სააკაშვილი.
ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.
კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.
ამ თემაზე მისი ფარისევლური ვაი-ვიში და ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არის ცინიზმის უკიდურესი გამოვლინება!
ჯერ ერთი, მსგავსი რამე (და გაცილებით ამაზრზენიც) ყველა ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ, მათ შორის ისეთ სტაბილურ სახელმწიფოშიც, როგორიც ერთ დღეში 77 ადამიანის მკვლელი ბრეივიკის ნორვეგიაა და არც მიშასთვის სანიმუშო ამერიკა იძლევა უკეთეს მაგალითს, როცა რომელიღაცა მოსწავლეს შეუძლია შევარდეს და ავტომატით გადაცხრილოს ნახევარი სკოლა!..
მაგრამ ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ უნდა ლაპარაკობდეს ჯალათი!
ნიკა კვარაცხელიას სიკვდილს რომ ხელისუფლების უმოქმედობით ხსნის, უნდა გაიხსენოს მისი ძალოვანების მიერ მოკლული(Sic!) გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, ზღვაში გაყვანილი, ლინჩის წესით დახვრეტილი და ზღვაში გადაგდებული ცინდელიანი და სხვა არაერთი ახალგაზრდა!
ისიც გაიხსენოს, ამ მკვლელებს რომ თვითონ მფარველობდა და ცოტა ხანში ამნისტიით რომ ათავისუფლებდა ციხიდან!
იქნებ, მათი სიკვდილიც იყო ცოტაოდენი დანაკარგი საქართველოს მომავლისთვის?..