ამ პარტიამ ქართულ საზოგადოებას ვერ შესთავაზა ვერანაირი პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, მხოლოდ ბრალდებებსა და არათანმიმდევრულ განცხადებებზე არიან გადასული, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განუცხადა.
„ბოლო დროს ფაქტობრივად ყოველ დღე გვესმის, რომ სხვადასხვა პირი ტოვებს გიორგი გახარიას პარტიას, ეს მიუთითებს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არც მას (გიორგი გახარიას) და არც მის პარტია არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
გახარიას პარტიას მხარდამჭერები ისევ ტოვებენ. გუშინ გახარია პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მაკა მახარაძემ დატოვა. დღეს კი პარტია დატოვა ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა, რომელიც პარტიული სიის მეოთხე ნომერიც იყო.