დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ხუხულასავით ჩამოიშლება გახარიას პარტია, რომელიც ასეთი ტყუილით არის შეკოწიწებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ის ტყუილი, რაზეც ეს პოლიტიკური გუნდი ზოგადად არის აწყობილი, დღითიდღე უფრო აშკარა ხდება. და ყველა აკეთებს შესაბამის დასკვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ხუხულასავით ჩამოიშლება ეს პარტია, რომელიც ასეთი ტყუილით არის შეკოწიწებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.