ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ საქართველოში.

„სააკაშვილის, ამ ნარკომანის მოწოდებები არაა საინტერესო. ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ გუშინ სააკაშვილი იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი - ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, მაშინვე შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.