ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, მოხმარებული დოზის მიხედვით ხან უმატებს, ხან უკლებს ტონს

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, მოხმარებული დოზის მიხედვით ხან უმატებს, ხან უკლებს ტონს

მიხეილ სააკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულობის დამადასტურებელი მისი ლაივ-ჩართვებია.

„ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი ლაივ-ჩართვები ამის დამადასტურებელია. იმის მიხედვით თუ რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს. ეს ძალიან მარტივი ასახსნელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.