საფრანგეთმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გაანადგურა

საფრანგეთმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გაანადგურა

საფრანგეთმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გაანადგურა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრაუი, საჰარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ფრანგული ძალების მიერ ლიკვიდირებულია. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.