თბილისის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

თბილისის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", კანონდარღვევის  ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, კომპანიის მიერ, ერთი სახეობის ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა. 

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წინასწარ რეგისტრირებული დეკლარაცია და ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა საბაჟო ღირებულების შემცირების ფაქტი, საერთო ჯამში - 35 062,07 ლარის ოდენობით.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.