სუსის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ მიმართულებაზე, იყო მისი კადრი და თუ გახარიამ არაფერი იცოდა, ეს არის სირცხვილი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სავარაუდო ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რომ გახარიამ არ იცოდა, სუსში რა ხდებოდა. სუსის უფროსის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ მიმართულებაზე, იყო მისი კადრი და თუ გახარიამ არაფერი იცოდა, ეს არის სირცხვილი. ვრცელდება გაუგებარი ინფორმაცია, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც ძალიან შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიების მენეჯმენტში. სისულელეები ვრცელდება - იმდენად უინტერესოა მასალები. ჯერ რატომ უნდა ჩაიწერო ის, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ., და თუ გააკეთე, რატომ უნდა შეინახო? ეს არის გაუგებარი. არავითარი სისტემური ხარვეზი იქ არ არსებობდა. მე მჯერა ალეკო ხოჯევანიშვილის და ყველა კადრის, რომელიც თავის დროზე გახარიამ დანიშნა“, - განაცხადა კობახიძემ.