გახარიას გადადგომა არ იყო უბრალოდ გადადგომა. ეს იყო ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქვეყნის მიტოვება და გუნდის მიტოვება. სააკაშვილს ხომ ჰქონდა დაანონსებული შემოსვლა, დარწმუნებული ვარ ამას ვერ გაბედავს, მაგრამ წარმოიდგინეთ დაანონსებული აქვს და ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი. სააკაშვილი უახლოვდება ქვეყნის საზღვარს და ამ დროს ღარიბაშვილი მიდის. ამას ხომ ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს არ გააკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან მასში ღალატი არ ზის. როდესაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„ყველაზე კრიტიკულ მომენტში მელიას გამო გადადგები თანამდებობიდან და კრიტიკულ მომენტში „ნაცმოძრაობის“ გამო მიატოვებ ქვეყანასა და საკუთარ გუნდს. ამაზე მეტი ღალატი ბუნებრივია არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი დამოკიდებულება გახარიას მიმართ. და შემდეგ როგორც აგრძელებს ის პოლიტიკურ საქმიანობას, ეს ყველაფერიც ხომ ამის გაგრძელებაა. როდესაც პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ ტექსტში ზიხარ და საუბრობ რიგგარეშე არჩევნებზე. ეს ყველაფერი ხომ აბსოლუტურად ცხადია. ის რიტორიკა, რომლითაც ის ყოველდღიურად გამოირჩევა. უცებ რომ შეუყვარდები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიას, რომელიც გუშინ და გუშინ წინ თვალთხარიას გეძახდა. ამაზე მარტივი ლოგიკა არ არსებობს. ხელის გულზე დევს პრაქტიკულად ყველაფერი. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. რატომ უნდა შეუყვარდეს „თვალთხარია“, გახარია, რომელიც იყო ამორალური თავსახმის ობიექტი „TV პირველის“ მხრიდან. დღეს რატომ შეუყვარდა ინგა გრიგოლიას და ნოდარ მელაძეს. ამაზე ხომ დასკვნები უნდა გამოიტანოს საზოგადოებამ. ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გამოიტანს საბოლოო ჯამში თავის განაჩენს ორ ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.