პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ნაციონალების მიერ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერასა და მათ მიერ დაანონსებულ რევოლუციზე ილაპარაკა.
„რევოლუცია ესიზმრება და ელანდება იმას, ვისაც ევოლუციური განვითარება არ შეუძლია. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ამ განწყობებს. აქ რევოლუციური სცენარი წინასწარ ჩაგდებულია. ბოლო შემთხვევისას თავიანთი ოპოზიციური ტელევიზიებით მოვიდნენ, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეგროვდა, მათი და ტელეწამყვანების გარდა არავინ¬ მივიდა. ამიტომ მათი ახლანდელი ნაბიჯი, მიშელის დოკუმენტისთვის ხელის მოწერა, ძალზე უმწეოა. იმდენად უსუსური, რომ სერიოზულ განხილვას არც იმსახურებს - შეუძლიათ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტსაც მოაწერონ ხელი და მეორე მსოფლიო ომსაც აარი-დებენ სამყაროს. ეს დიდი „გამარჯვება“ წინ აქვთ. ასეთ "წარმატებებს" მიაღწევენ, მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს და იმიტომ,-“აღნიშნა „კვირის პალიტრასთან“ დათო მაღრაძემ.