ალექსანდრე გოგინავა: მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წავიდეს

ალექსანდრე გოგინავა: მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიურად უნდა წავიდეს

ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია, თუმცა სპეციალისტების თქმით, ყოველდღიურად ინფიცირებულთა დადებითი დინამიკა მოსახლეობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და ვითარება კვლავ საყურადღებოა. ექიმების მთავარი მოწოდება კვლავ არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვაა.

„მეტ-ნაკლებად გვაქვს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი. მნიშვნელოვანია ჩვენ, მოსახლეობამ გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უნდა წავიდეს უფრო აქტიურად, ვიდრე მიმდინარეობს და ასევ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლი მოხდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 587 551 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 551 780, გარდაიცვალა 8 347 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.