აბსოლუტურად მართებულია, „ქართული ოცნების“ პოზიცია: ერთი მხრივ სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს და ამავდროულად პირდაპირ და დაუფარავად ეუბნება საზოგადოებას თუ რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აბსოლუტურად მართებულია, „ქართული ოცნების“ პოზიცია: ერთი მხრივ სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს და ამავდროულად პირდაპირ და დაუფარავად ეუბნება საზოგადოებას თუ რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები. მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია და მორწმუნეების შეშინების მცდელობა, „ლექსო ლაშქარვა - 2“-ის შექმნა ანუ სიტუაციის იმგვარად გართულება, რომ ნებისმიერ ფასად ადამიანები ქუჩაში გამოიყვანონ, რათა სიტუაცია უმართავი გახდეს. დიახ, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, თუ რა შესაძლო სცენარის განვითარება სურთ რადიკალებსა და მათ ე.წ. მედია საშუალებებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.