აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, რომ ე.წ. ჩანაწერების გავრცელების უკან, დიდი ალბათობით, ოპოზიცია დგას.
„მედიაში ე.წ. ჩანაწერების გამოქვეყნება არჩევნების ჩატარების პერიოდს ემთხვევა. რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ დაინტერესებული ჯგუფები ერთი მთავარი მიზნისთვის - რომ ქვეყანაში იყოს შფოთი და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა გაჩნდეს. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ ოპოზიციაა ამის მოსურნე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.