რატი იონათამიშვილი: გახარია გაშიშვლებულია და უკვე, ყველა ხვდება, მისი და ნაცების ალიანსის შესახებ

რატი იონათამიშვილი: გახარია გაშიშვლებულია და უკვე, ყველა ხვდება, მისი და ნაცების ალიანსის შესახებ

გახარია გაშიშვლებულია და უკვე, ყველა ხვდება, მისი და ნაცების ალიანსის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დილიდან ნაცების მასობრივი შეტევაა გახარიაზე! ორად ორი მიზეზის გამო:
1. გახარია გაშიშვლებულია და უკვე, ყველა ხვდება, მისი და ნაცების ალიანსის შესახებ. ეს ეჭვის გასაქარწყლებელად ხდება და ნაცებიც ამოქმედდნენ.
2. გახარიას, მაქსიმუმ 5-6 პროცენტიდან მას ნაცების 2-3 პროცენტიც მიაქვს. ამ დროს, მიზანი აქვთ, რომ მან მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმები.
პრიმიტიული და უმარტივესად გასაშიფრი სქემა“, - წერს რატი იონათამიშვილი.